ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბიშვილი: შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, მაგრამ ვერ ვუკავშირდებით

ზურაბიშვილი: შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, მაგრამ ვერ ვუკავშირდებით

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს იბარებს შეხვედრაზე. თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.
„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს, კოკა კაციტაძეს… თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება. ეს ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის ფაქტების გამოვლენა, გამოძიებაზე. ის კადრები, რასაც ეს დღეებია ვხედავთ ადასტურებს სასწარაფო გამოძიების აუცილებლობას“, — წერს იგი.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.