ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას შეუერთდა

სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას შეუერთდა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას - „იფიცება საქართველო!“ შეუერთდა. ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი კოსტავას გამზირზე მყოფ გაფიცულ მოქალაქეებთან ერთად იმყოფება.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის მშვიდობიანი პროტესტის ერთ-ერთი ფორმა.
„მე ვდგავარ ამ ხალხთან ერთად, რომელიც დღეს იფიცება. ეს არის სიახლე ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ეს არ არის სიახლე მსოფლიო პოლიტიკაში. ეს არის მშვიდობიანი ფორმა პროტესტის“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში ლოზუნგით - „იფიცება საქართველო!“ დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ნაწილი გაიფიცა.
საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა 15:00 საათზე დაიწყო, სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება და მას უერთდებიან კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნესჯგუფები.
გაფიცვის ფარგლებში უკვე დაიკეტა მრავალი ობიექტი, მათი თანამშრომლები კი ქუჩაში გამოვიდნენ. გაფიცულები პროტესტს სხვადასხვა ბანერებით გამოხატავენ: „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“.
პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.