ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი: "ქართულმა ოცნებამ" შეძლო, რომ ის სამი რამ, რაც აერთიანებს და აძლიერებს საზოგადოებას, სამივე დაყო - ეკლესია, კულტურა და სპორტი

სალომე ზურაბიშვილი: "ქართულმა ოცნებამ" შეძლო, რომ ის სამი რამ, რაც აერთიანებს და აძლიერებს საზოგადოებას, სამივე დაყო - ეკლესია, კულტურა და სპორტი

პატრიარქს აღარ შეუძლია, თავისი გაიტანოს, როგორც ჩანს. ჩანს იმაში, რომ დღეს საპატრიარქო გახდა მხარე - ნათლად ჩანს უკვე განცხადებებში, რომ ეს არის მხარე და არ ასახავს მთლიანად საზოგადოებას. ეს ძალიან დიდი დანაკლისი არის მთლიანად ქვეყნისთვის.

ეკლესია არის ის, რამაც მოგვიყვანა დღემდე, ნამდვილი საყრდენი ჩვენი დამოუკიდებლობის და ნიშანდობლივია, ქართულმა ოცნებამ შეძლო, რომ ის სამი რამ, რაც აერთიანებს და აძლიერებს საზოგადოებას, სამივე დაყო - ეკლესია, კულტურა და სპორტი. სამივე მიმართულებაში შეიტანა ძლიერად პოლიტიკა.

ამბობს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Youtube-გადაცემაში "ვიკასთან ფილტრის გარეშე"

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.