ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი - აქ ვართ მოსული, რათა ყველას ვაჩვენოთ, რომ დამოუკიდებლობა ქართველ ხალხს აერთიანებს და დამოუკიდებლობას ქართველი ხალხი დღეს, ხვალ და მუდამ დაიცავს

სალომე ზურაბიშვილი - აქ ვართ მოსული, რათა ყველას ვაჩვენოთ, რომ დამოუკიდებლობა ქართველ ხალხს აერთიანებს და დამოუკიდებლობას ქართველი ხალხი დღეს, ხვალ და მუდამ დაიცავს

ჩვენ აქ ვართ მოსული იმისთვის, რომ ყველას ვაჩვენოთ, რომ დამოუკიდებლობა ქართველ ხალხს აერთიანებს და დამოუკიდებლობას ქართველი ხალხი დღეს, ხვალ და მუდამ დაიცავს , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე განუცხადა.
მისივე თქმით, ხალხის განწყობები და ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ამ წუთში ე.წ. მმართველი გუნდი არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს ხალხი, ასევე მაინტერესებს დღეს ჩვენი, ყველას ერთიანი განწყობა. ჩვენ აქ ვართ მოსული იმისთვის, რომ ყველას ვაჩვენოთ, რომ დამოუკიდებლობა ქართველ ხალხს აერთიანებს და დამოუკიდებლობას ქართველი ხალხი დღეს, ხვალ და მუდამ დაიცავს.
დღეს საღამოს 21:00 საათზე ჩემი განცხადება იქნება. თუ გაინტერესებთ ჩემი მოსაზრებები, რეაქციები და მოწოდებები, ყველას მოგიწოდებთ, რომ მოუსმინოთ. ახლა ვსეირნობ ხალხში [რუსთაველის გამზირზე] იმიტომ, რომ ეს განწყობები და ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.