ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი ფრიდრიხ მერცს - მოუთმენლად ველი თქვენთან ერთად მუშაობას, რათა აღვადგინოთ პარტნიორობა

სალომე ზურაბიშვილი ფრიდრიხ მერცს - მოუთმენლად ველი თქვენთან ერთად მუშაობას, რათა აღვადგინოთ პარტნიორობა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას ულოცავს.
სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელის მერცთან ერთად მუშაობას, რათა აღდგეს პარტნიორობა ევროკავშირის უფრო ფართო უსაფრთხოების, სტაბილურობისა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერაში.
“გილოცავთ, ფრიდრიხ მერც, კანცლერად არჩევას. ყველანაირ წარმატებას გისურვებთ იმაში, რომ წინ გაუძღვებით გერმანიას გამოწვევებით სავსე დროს.
მოუთმენლად ველი თქვენთან ერთად მუშაობას, რათა აღვადგინოთ ჩვენი პარტნიორობა ევროკავშირის უფრო ფართო უსაფრთხოების, სტაბილურობისა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერაში. თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის ქართველი ხალხის ბრძოლაში გერმანიის მიმდინარე მხარდაჭერა ღრმად დაფასებულია”, - წერს ზურაბიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.