არქივი9 მაისი, 2025, 14:08
სალომე ზურაბიშვილი ევროპის დღეზე - ეს არის ერთობლივი ზეიმი, ვისაც სჯერა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ევროპასთან ერთად

ეს არის ერთობლივი ზეიმი, ვისაც სჯერა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ევროპასთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ევროპის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მისვლისას განუცხადა.
კითხვაზე, მიიღო თუ არა მან ღონისძიებაზე დასასწრებად მოსაწვევი, ზურაბიშვილი პასუხობს: „მე აქ მოვედი ჩემით, როგორც ყველა მოვიდა“.
ინფორმაციისთვის, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროკავშირის საელჩოს ორგანიზებით, ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.