სალომე ზურაბიშვილი - ტერორი საქართველოში: რუსული სტილის ტოტალური ცენზურა ყველას თვალწინ! პოლიტიკოსების კრიტიკის გამო ჟურნალისტების დაპატიმრება კანონი კი არა, ავტორიტარული პარანოიაა

ტერორი საქართველოში: რუსული სტილის ტოტალური ცენზურა ყველას თვალწინ! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
„ჟურნალისტების პოლიტიკოსების კრიტიკის გამო დაპატიმრება კანონი კი არა, სუფთა ავტორიტარული პარანოიაა!“ - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.