სალომე ზურაბიშვილი – სადაც არ არის თავისუფალი მედია, იქ არც თავისუფლებაა, არც დემოკრატია და არც თავისუფალი საზოგადოება

სადაც არ არის თავისუფალი მედია, იქ არც თავისუფლებაა, არც დემოკრატია და არც თავისუფალი საზოგადოება, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ინტერპრესნიუსს” მედიის მხარდამჭერ მარშზე განუცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მედიის დასაცავად კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვა.
“მედიის თავისუფლებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა – ძირითადი და არსებითი მნიშვნელობა, არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში. სადაც არ არის თავისუფალი მედია, იქ არც თავისუფლებაა, არც დემოკრატია და არც თავისუფალი საზოგადოება. ყველაფერი არის ამაზე დამოკიდებული და ჩვენ ინფორმაციის გარეშე არაფერი და არავინ ვართ, ამიტომ ეს უნდა შევიგნოთ და მგონი, რომ ეს შეგნებაც ჩანს დღეს და კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვა მედიის დასაცავად, იმიტომ, რომ ჩვენ ყველა დამოკიდებული ვართ თქვენზე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება