სალომე ზურაბიშვილი არჩილ მუსელიანცის განაჩენზე - მაშინ, როცა მმართველი პარტია ნამდვილ დამნაშავეებს იცავს, ერთგული მოსამართლეები მოქალაქეებს აპატიმრებენ - ეს სამართლიანობა არ არის, ეს რეპრესიაა

მაშინ, როცა მმართველი პარტია ნამდვილ დამნაშავეებს იცავს, ერთგული მოსამართლეები მოქალაქეებს აპატიმრებენ, ეს სამართლიანობა არ არის - ეს რეპრესიაა, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არჩილ მუსელიანცის მიმართ გამოტენილ განაჩენს.
„ტერორი საქართველოში - მოსამართლე გიორგი არევაძემ მომიტინგე არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - ეს მე-14 აქტივისტია, რომელიც 2024 წლის ნოემბრის შემდეგ ევროკავშირის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების შემდეგ დააპატიმრეს.
მაშინ, როცა რომ მმართველი პარტია ნამდვილ დამნაშავეებს იცავს, ერთგული მოსამართლეები მოქალაქეებს აპატიმრებენ. ეს სამართლიანობა არ არის - ეს რეპრესიაა“, - წერს ზურაბიშვილი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.