სალომე ზურაბიშვილი: საბა ჯიქია 20 წლის გახდა ციხეში, ანდრო ჭიჭინაძე 30-ის, გიორგი ჩიკვაიძე 40-ის – მადლობა ყველას ეკუთვნის, ვინც ბრძოლის მაგალითს გვაძლევს ციხიდან

საბა ჯი­ქია 20 წლის გახ­და ცი­ხე­ში, ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე 30-ის, გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე 40-ის – მად­ლო­ბა ყვე­ლას ეკუთ­ვნის, ვინც შე­მარ­თე­ბის და უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლის მა­გა­ლითს გვაძ­ლევს ცი­ხი­დან, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აცხა­დებს.

  • სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

“საბა ჯი­ქია 20 წლის გახ­და ცი­ხე­ში, ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე 30-ის, გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე 40-ის. ესე­ნი სინ­დი­სით, ღირ­სე­ბით და ახა­ლი ენერ­გი­ით აა­შე­ნე­ბენ თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თვე­ლოს… ათ­მა­გად და­უბ­რუნ­დე­ბათ მათ და მათ ოჯა­ხებს ეს ცი­ხე­ში გა­უ­ტეხ­ლად გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი!

ად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის და პირ­ველ რიგ­ში, იმის­თვის, რაც ყვე­ლა­ზე უფრო გვი­ჭირს და გვაკ­ლია, ადა­მი­ა­ნო­ბის და პატ­რი­ო­ტიზ­მის მა­გა­ლი­თის­თვის!

ცხა­დია, ეს მად­ლო­ბა მხო­ლოდ ამ სამს კი არა, ყვე­ლას ეკუთ­ვნის, ვინც შე­მარ­თე­ბის და უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლის მა­გა­ლითს გვაძ­ლევს ცი­ხი­დან. ეს როცა რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი უღირ­სო­ბის, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლო­ბის, ლაჩ­რო­ბის, ცრუ­ო­ბის და კი­დევ რისი არა, მა­გა­ლითს იძ­ლე­ვი­ან ყო­ველ­დღი­უ­რად“, – წერს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუქ­ზე“.