სალომე ზურაბიშვილი არჩევნებზე - ეს იყო ტოტალური გაყალბება - ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის

ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბებისათვის გამოყენებული იყო თანამედროვე ტექნოლოგიები.
„ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების, გამოყენება ყველა იმ ხერხის, რაც გვინახავს სხვადასხვა ქვეყნებში, თუ ამ ქვეყანაში, რაც შეიძლება გამოიყენო, რომ გააყალბო არჩევნები. პლუს დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ ტექნოლოგია გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება. ასეთ რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.