– რეჟიმი ავითარებს კლასიკურ რუსულ სცენარს: „ოცნება“ ეთამაშება 90-იანი წლების სცენარს, ახალი შიშის დასანერგად – ამას ემსახურება რუსთაველზე იარაღით თამაში და „ტიტუშკების” შეგზავნა მშვიდობიანი პროტესტის რიგებში – აგონია!

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ აგონიაშია.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, „რეჟიმი ავითარებს კლასიკურ, რუსულ სცენარს“და ომის შიშის დანერგვის შემდეგ, „ქართული ოცნება“ „ეთამაშება 90-იანი წლების სცენარს“.
მისივე თქმით, სწორედ აღნიშნულს ემსახურება „რუსთაველზე იარაღით თამაში და „ტიტუშკების“ შეგზავნა მშვიდობიანი პროტესტის რიგებში“ .
„რეჟიმი ანვითარებს კლასიკურ (რუსულ) სცენარს: პროვოკაცია, დაძაბულობა, მიზანმიმართული სტრატეგია დაპირისპირების გამოსაწვევად.
ომის შიშის დანერგვის შემდეგ, „ოცნება“ ეთამაშება 90-იანი წლების სცენარს, ახალი შიშის დასანერგად.
ამას ემსახურება რუსთაველზე იარაღით თამაში და ტიტუშკების შეგზავნა მშვიდობიან პროტესტის რიგებში.
ეს ხომ რეჟიმის საკუთარი შიშის ნიშანია, არეულობა პოლიტიკის ნაცვლად.
ეს ხომ რეჟიმის უუნაროობის ნიშანია, რომელიც თავისთავში, ვეღარ პოულობს ქვეყნის მმართვის რესურს, მხოლოდ ძალადობა, რეპრესიები და შიში დარჩათ ხელში.
აგონია !!!
აგონია აბა რაა, როცა ქალ პოლიტიკოს იჭერენ საარჩევნო პლაკატზე წარწერის გამო.
უდანაშაულო მზიას, ნინოს, ელენეს სოლიდარობა და სოლოდარობა ყველა სინდისისა და პოლიტიკურ პატიმარს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს