ელოდება თუ არა დაკავებას – რას ამბობს ყოფილი პრეზიდენტი?

საერთაშორისო გამოცემა Foreign Policy საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.
ვრცელ სტატიაში გამოცემის ჟურნალისტი სალომე ზურაბიშვილს ეკითხება ნერვიულობს თუ არა შესაძლო დაკავებაზე.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტის თქმით, ის, სავარაუდოდ, დასაჭერთა მოწინავე სიაში არ არის, რადგან “ქართული ოცნება” ამ ეტაპზე უფრო პოლიტიკურ ლიდერებს ირჩევს, თუმცა მისივე თქმით, არ გამორიცხავს, რომ ისიც დაიჭირონ.
ჟურნალისტი: პირადად თქვენ დაპატიმრებაზე ნერვიულობთ? : მე ალბათ დასაჭერთა მოწინავე სიაში არ ვიქნები. ამ ეტაპზე ისინი უფრო მეტად პოლიტიკურ ლიდერებს ირჩევენ საზოგადოებისთვის საჩვენებლად, რომ პოლიტიკური პარტიები ნამდვილად დაქსაქსულია. თუმცა, გეტყვით რომ ვერაფერს გამორიცხავ. ცხადია, რომ ამ სტრატეგიაში წითელი ხაზი არ არსებობს, არ მეთანხმებით?(ტვპირველი)

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს