: “ოცნების” რეჟიმს თავისი ხალხის ეშინია

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” რეჟიმს თავისი ხალხის ეშინია, რადგან აღნიშნული რეჟიმი ხალხის უმრავლესობის ნებით არ არსებობს.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აცხადებს, რომ რეჟიმს ხალხთან ერთად გარე ცვლილებების, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების და საერთაშორისო პარტნიორების სანქციებისაც ეშინია.

ეშინია თავისი ხალხის, ეს ნათელია, ეს ხალხი იქნება მასიურად გამოსული რუსთაველზე, თუ სხვა ქალაქებში, თუ არ იქნება გამოსული, ფაქტია, რომ ეს არ არის რეჟიმი, რომელიც არსებობს დღეს ხალხის უმრავლესობის ნებით და მაშასადამე ეშინია თავისი ხალხის. 

ეშინია ასევე, გარე ცვლილებების, უკრაინაში რაც ხდება, ძალიან სენსიტიურად აღიქვამს სანქციებს რაც დღეს დაინიშნა ამერიკის მიერ რუსეთის მიმართ და რომელიც შეიძლება გავრცელდეს, მეორადი სანქციების ფორმით, აქაურ სხვადასხვა ეკონომიკურ პროცესებზე. ეს ყველაფერი აღელვებს. 

და შიდა სიტუაცია, რომელსაც მართავს ასევე რეპრესიებით, ხომ ვხედავთ თავისი მინისტრების მიმართ სხვადასხვა უწყებებში როგორი რეპრესიები მიმდინარეობს, ზეწოლა. შიში არის ერთადერთი ფორმა, რითაც დღევანდელ დღეს რეჟიმი მართავს ყველას… თვითონ ავრცელებს ამ შიშს იმიტომ, რომ თვითონ შეშინებულია,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა