ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის ოფისში მიმდინარეობს. მედიისთვის უცნობია შეხვედრის თემა.
პოლიტიკოსები ჟურნალისტებთან კომენტარს სავარაუდოდ, შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.
მანამდე სალომე ზურაბიშვილი ქართველ დიპლომატებს შეხვდა. უფრო ადრე კი რამდენიმე უცხოელ დიპლომატთან გამართა შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდგომ მათ მედიასთან განცხადება არ გაუკეთებიათ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.