არქივი19 თებერვალი, 2025, 14:29
სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრა მის ოფისში ამ წუთებში მიმდინარეობს.
საუბარი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას შეეხება, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი უცხოელ ელჩებს, სავარაუდოდ, ინფორმაციას მიაწვდის იმ ფაქტის შესახებაც, როცა მიუნხენიდან დაბრუნებულს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უცნობი პირები დახვდნენ და კვერცხები ესროლეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.