სალომე ზურაბიშვილი – ნიკა გვარამიას შეწყალებისას პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა მხოლოდ საკუთარი შეხედულებისა და დისკრეციის ფარგლებში – 2023 წელს ნიკა გვარამიას შეწყალებას არანაირი კავშირი არ აქვს მაკკეინის ინსტიტუტის რაიმე საქმიანობასთან

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას შეწყალებისას ის მხოლოდ საკუთარი შეხედულებისა და დისკრეციის ფარგლებში ხელმძღვანელობდა და ამ საკითხს მაკკეინის ინსტიტუტის რაიმე საქმიანობასთან კავშირი არ აქვს.
როგორც ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, მაკკეინის ინსტიტუტმა პრეზიდენტს გრანტი 2025 წლის დასაწყისში შესთავაზა, რაზეც მან წერილობითი უარი 30 აპრილს განაცხადა.
„ნიკა გვარამიას შეწყალებისას, ისევე როგორც ყველა, სხვა შეწყალებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა მხოლოდ საკუთარი შეხედულებისა და დისკრეციის ფარგლებში. 2023 წელს ნიკა გვარამიას შეწყალებას არანაირი კავშირი არ აქვს მაკკეინის ინსტიტუტის რაიმე საქმიანობასთან.
ქრონოლოგიურად კი, მაკკეინის ინსტიტუტმა პრეზიდენტს გრანტი 2025 წლის დასაწყისში შესთავაზა, რაზეც ასევე, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, პრეზიდენტმა წერილობითი უარი 30 აპრილს განაცხადა”,- წერს ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!