არქივი22 აგვისტო, 2025, 15:41
,,ნიკა გვარამიას შეწყალებისას საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა მხოლოდ საკუთარი შეხედულებისა და დისკრეციის ფარგლებში“ – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,ნიკა გვარამიას შეწყალებისას, ისევე როგორც ყველა, სხვა შეწყალებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა მხოლოდ საკუთარი შეხედულებისა და დისკრეციის ფარგლებში. 2023 წელს ნიკა გვარამიას შეწყალებას არანაირი კავშირი არ აქვს მაკკეინის ინსტიტუტის რაიმე საქმიანობასთან.
ქრონოლოგიურად კი, მაკკეინის ინსტიტუტმა პრეზიდენტს გრანტი 2025 წელის დასაწყისში შესთავაზა, რაზეც ასევე, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, პრეზიდენტმა წერილობითი უარი 30 აპრილს განაცხადა.“
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.