სალომე ზურაბიშვილი – საჯარო მოხელეები დღეს ძალიან დიდი „პრესის“ ქვეშ არიან, ხვალ ვნახავთ ავტობუსებს და ყველა ფორმით წამოყვანილ ადამიანებს

საჯარო მოხელეები დღეს ძალიან დიდი „პრესის“ ქვეშ არიან, ხვალ ვნახავთ ავტობუსებს და ყველა ფორმით წამოყვანილ ადამიანებს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვ ფორმულას ეთერში განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, თავად იზრუნებს იმაზე, რომ საჯარო მოხელეები ხელისუფლების დავალებებისგან გათავისუფლდნენ.
“საჯარო მოხელეები დღეს ძალიან დიდი პრესის ქვეშ არიან, ხვალ ვნახავთ მათ ავტობუსებს ვნახავთ და ყველა ფორმით წამოყვანილ ადამიანებს – ვიცით უკვე, როგორ არის ეს ორგანიზებული. არ არის ახალი, რადგან წინა რეჟიმებმაც გამოიყენეს ეს პრაქტიკა, მაგრამ დროა, რომ საჯარო მოხელეებს თავი დავანებოთ, თავიანთი პროფესიული საქმე გააკეთონ და იყვნენ და გრძნობდნენ, რომ არიან დაცულნი.
მე სადამდეც ვიქნები და სადაც ვიქნები, ჩავთვლი, რომ ეს არის ჩემი მოვალეობა – პირველ რიგში ჯარი და პოლიცია, როგორც პრეზიდენტის, ჩემი მფარველობის ქვეშ არის და ასევე საჯარო მოხელეები. ბოლოს და ბოლოს, წარსულში მეც საჯარო მოხელე ვიყავი და ვიცი ეს რასაც ნიშნავს, რამდენად არის დამოკიდებული ქვეყნის სტაბილურობა და ადმინისტრაციული მეხსიერების დაცვა მათზე, რომელიც ქმნის სახელმწიფოს. სახელმწიფო საჯარო მოხელეებისა და მათი ნეიტრალობის გარეშე ვერ იარსებებს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – სიამაყით მოვისმინეთ პრემიერის განცხადება, რომელმაც ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის მომავალთან – მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ეს საკუთარ თავსა და ქვეყანაზე გამოვცადეთ

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს თბილისის იმ უბნებსა და ქუჩებს, რომელთაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ

კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე – როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, კატეგორიულად მიუღებელია – გაქვს საშუალება, გამოთქვა მოსაზრება თუნდაც სცენიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს წესიერების ფარგლებში