ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი მარგუს ცაჰკნას შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი მარგუს ცაჰკნას შეხვდა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგუს ცაჰკნას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
დღესვე სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა. ასევე შეხვედრა გამართა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიკელსონსა და კომიტეტის წევრებთან.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ბოლო დღეების განმავლობაში ბალტიის რეგიონს სტუმრობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.