ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა. როგორც ლატვიის პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე წერს, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა ძალიან სასიამოვნოა.
„რიგის ციხესიმაგრეში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა ძალიან სასიამოვნოა. ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავადასტურე“, - წერს ლატვიის პრეზიდენტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.