არქივი16 თებერვალი, 2025, 12:06
სალომე ზურაბიშვილი კაია კალასს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასს შეხვდა.
ზურაბიშვილი X-ზე წერს, რომ კალასს ქართული მედიის წარმომადგენლების გზავნილი გადასცა.
“გადავეცი ქართული მედიის წარმომადგენლების მოწოდებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის გაზრდის შესახებ. ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია საქართველოს კრიზისიდან”, – წერს ზურაბიშვილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.