არქივი16 თებერვალი, 2025, 12:06
სალომე ზურაბიშვილი კაია კალასს შეხვდა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს შეხვდა.
„შევხვდი კაია კალასს და გადავეცი ქართველი მედიის წარმომადგენლების მიმართვა ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის გაზრდასთან დაკავშირებით. ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გზაა საქართველოში ამ კრიზის დაძლევის", - წერს სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.