ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი თანამდებობის დატოვებაზე დასმულ კითხვაზე – „უკან დახევა იქნება იმ ხალხის ღალატი, რომელიც ქუჩებში დგას“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა უპასუხა სენატორის კითხვას – “არის თუ არა იმ პოზიციაზე, რომ პრეზიდენტის პოსტის დატოვებას არ აპირებს“.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „უკან დახევა იქნება იმ ხალხის ღალატი, რომელიც ქუჩებში დგას“.

“მე არ ვარ ის, ვინც ადამიანებს ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდებს, მე ვარ ის, ვინც მათ წარმოადგენს. მე ვარ გარკვეული კავშირი, სიმბოლო და ამ ხალხს ეს სიმბოლო ქუჩებში სჭირდება. ეს არის ასევე სტაბილურობის ფორმა. ასევე ჩვენმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, ვისთან შეიძლება ისაუბრონ, რადგან არის ბევრი პოლიტიკური პარტია, არის ბევრი ახალი ფორმა და ძალა, რომელიც ქუჩის პროტესტიდან ჩნდება.

ასე რომ, ერთი ტელეფონი უნდა არსებობდეს ქართული საზოგადოების ამ ძალიან ფართო სპექტრთან სასაუბროდ და ამ საზოგადოებას მხარი უნდა დაუჭირონ და მათ მხარი ჩემი მეშვეობით უნდა დაუჭირონ“, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.