ეკა სეფაშვილი: ოთხ დღეში, როცა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება და მას ეს იარაღი გამოეცლება ხელიდან ოპოზიციაში ჩვენ ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ დაპირისპირება

ეკა სეფაშვილი: ოთხ დღეში, როცა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება და მას ეს იარაღი გამოეცლება ხელიდან ოპოზიციაში ჩვენ ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ დაპირისპირება
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ჯერჯერობით დეიურე საქართველოს პრეზიდენტია ცდილობს, რომ ოპოზიციას სათავეში ჩაუდგეს და გარედან მიღებული დავალებები შეასრულოს. ერთ-ერთი დავალება, რაც მას აქვს ძალიან მრავალრიცხოვანი და ჭრელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებაა. თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო და ვერ გააერთიანა. ყველას აქვს ოპოზიციურ სპექტრში თავისი მისწრაფება, თავისი ამბიცია, ყველას უნდა რომ ლიდერი იყო და ეს ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება. 4 დღეში, როცა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება და მას დეიურე ეს იარაღი გამოეცლება ხელიდან, ოპოზიციაში ჩვენ ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ დაპირისპირებას, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა სეფაშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.
მისი თქმით, დაპირისპირებული ოპოზიციიდან სხვადასხვა სცენარს შესთავაზებენ საზოგადოებას თუმცა არც ერთი მათგანი იმუშავებს.
„ისინი რაიმე ღირებულს ვერ შესთავაზებენ საზოგადოებას. ერთადერთი რის გარშემო ისინი ერთიანდებიან ეს არის რომ ხელისუფლება შეცვალონ ძალისმიერი მეთოდებით. ამას ისინი ვერ ახერხებენ. ამას ყველაფერს სჭირდება ხალხი, რომელსაც არ სჯერა ხელისუფლების. თუმცა არჩევნებმა დაგვანახა, რომ ხალხს სჯერა ხელისუფლების, რომელიც აირჩია და მისცა მანდატი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, პროტესტი, რომელიც აქვთ არ არის გულწრფელი, ეს არის კარგად დაფინანსებული და ორგანიზებული აქცია და მას პატრიოტიზმთან არაფერი აკავშირებს. ეკა სეფაშვილის განცხადებით, რადიკალებმა ვერაფრით ვერ დაადასტურეს, რომ არჩევნები გაყალბდა და მათ სიცრუეზე პასუხი იყო ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელმაც საფუძველი გამოაცალა ოპოზიციის სპეკულაციებს.
ეკა სეფაშვილის განცხადებით, რადიკალების მიზანი ყველასთვის ნათელია და ეს მაკკეინის ინსტიტუტმაც დაწერა, რომ მათ სჭირდებათ მსხვერპლი.
„ხელისუფლების ძალისმიერი გადატრიალების გზა, მათი მომხრეებისთვისაც კი არის მიუღებელი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში