არქივი26 ივნისი, 2024, 19:06
სალომე ზურაბიშვილი - ვულოცავ ალან ბერსეს ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივნად არჩევას - ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს თქვენი ლიდერობა გადამწყვეტი იქნება
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ალან ბერსეს ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივნად არჩევა მიულოცა და დასძინა, რომ ამ კრიტიკულ მომენტში მისი ლიდერობა გადამწყვეტი იქნება.
„ვულოცავ ალან ბერსეს ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივნად არჩევას!
წარმატებებს გისურვებთ თქვენს ახალ ამპლუაში, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვასა და მთელ ევროპაში დემოკრატიის ხელშეწყობაში. ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს თქვენი ლიდერობა გადამწყვეტი იქნება.
ქალბატონო ბურიჩ, გმადლობთ თქვენი გამორჩეული ლიდერობისა და ერთგულებისთვის!“ , - წერს სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.