ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად ალან ბერსე აირჩიეს

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად, შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტი, ალან ბერსე აირჩიეს.
გენერალურ მდივანს ორგანიზაციის ხელმძღვანელად ხუთი წლის ვადით ირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE).
არჩევნების მეორე ტურში ალან ბერსემ ხმების უმრავლესობა – 114 ხმა მიიღო. ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნის პოსტზე სხვა კანდიდატები იყვნენ ესტონელი ინდრეკ საარი, რომელმაც 85 ხმა მიიღო და ბელგიელი დიდიე რეინდერსი, რომელსაც 46 ხმა ჰქონდა.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანის პოსტზე ალან ბერსე მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს ჩაანაცვლებს. აღნიშნულ პოსტზე ბერსე თავის საქმიანობას 18 სექტემბრიდან შეუდგება.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.