არქივი25 დეკემბერი, 2024, 17:37
სალომე ზურაბიშვილი - ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით - დღეს როგორც არასოდეს საქართველოს სჭირდება თქვენი ლოცვა და კურთხევა!

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს ულოცავს.
პრეზიდენტის თქმით, დღეს, როგორც არასოდეს, საქართველოს სჭირდება პატრიარქის ლოცვა და კურთხევა.
„ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით!
დღეს როგორც არასოდეს საქართველოს სჭირდება თქვენი ლოცვა და კურთხევა!
ვწუხვარ არ მომეცა დღევანდელ დღეს იმის საშუალება პირადად რომ მომელოცა ეს დღე!“ , - წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.