ირაკლი კობახიძე – ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ

ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ფეისბუქზე” წერს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, ქართველ ერს წილად ხვდა უდიდესი ბედნიერება, რომ უახლესი ისტორია ილია II-ის სულიერი წინამძღოლობით გაევლო.
“ჩვენს ერს წილად ხვდა უდიდესი ბედნიერება, რომ უახლესი ისტორია, დრამატულ ცვლილებათა და გამოწვევათა ეპოქა, მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულიერი წინამძღოლობით გაევლო. თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი სიბრძნე, ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანისადმი უპირობო სიყვარული მაგალითს გვაძლევს, გვაერთიანებს და მომავლის რწმენით გვავსებს.
ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ”, – აღნიშნავს პრემიერი.

ასევე დაგაინტერესებთ

“იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ მი­მარ­თავს პრო­ვო­კა­ცი­ას, გა­მო­ი­ჩენს ელე­მენ­ტა­რულ ადა­მი­ა­ნო­ბას და მა­მას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნი­დან შვი­ლის და­სა­ტი­რად ბრუნ­დე­ბა, სა­ზღვარ­ზე შე­მო­უშ­ვებს ყო­ველ­გვა­რი დაბ­რკო­ლე­ბი­სა თუ ექ­სცე­სე­ბის გარე”