ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

მიუნხენში მიმინარე უსაფრთხოების საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
შეხვედრის ამსახველ ფოტოს სალომე ზურაბიშვილი Facebook გვერდზე აქვეყნებს.
მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს.
ლიდერები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტებსა და კრიზისებზე მსჯელობენ. კონფერენცია დასრულდება დისკუსიებით ევროპის როლზე მსოფლიოში.
18 თებერვალს ზურაბიშვილი კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.
კონფერენციაზე საქართველოდან კიდევ ერთი დელეგაცია გაემგზავრა საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით. წინა წელს კონფერენციას ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.