ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში, სადაც ის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ფაქტის ამსახველი ფოტო თავად პრეზიდენტ ზურაბიშვილის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა. სურათზე ასახულია, როგორ ართმევს ხელს ერთმანეთს ორი ქვეყნის პრეზიდენტი.
მიუნხენის მე-60 კონფერენცია გუშინ გაიხსნა და ხვალ უნდა დასრულდეს.
მასში საქართველოს პრეზიდენტის გარდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მონაწილეობს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე სასაუბროდ, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა პანელზე: „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში: ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მზადყოფნის უზრუნველყოფა (Better Safe Than Sorry: Securing NATO’S Easters Flank Readiness).

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.