ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩავიდა

სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩავიდა

ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ის შეერთებული შტატების დედაქალაქში საპრეზიდენტო ინაუგურაციის ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს, სადაც ფიცს შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დადებს. ზურაბიშვილი ვაშინგტონში ანალიტიკური წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.
საპრეზიდენტო ინაუგურაცია კაპიტოლიუმის ბორცვზე ტრადიციულად 20 იანვარს გაიმართება. მასზე დასასწრებად საპატიო სტუმრებს ამერიკის თითქმის ყველა შტატიდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ელიან. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საზეიმო ცერემონიაზე ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია.
რესპუბლიკელი კონგრესმენი და "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარე, ჯო უილსონი საქართველოს შესახებ ორი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია: "ქართული კოშმარის არაღიარებისა" და "მეგობარი" აქტების. ორივე კანონპროექტი კონგრესში უკვე წარდგენილია და შემდგომი პროცედურების გავლას ელის.
თბილისში კვლავ გრძელდება მასობრივი საპროტესტო აქციები. ოპოზიციის წევრები და მათი მხარდამჭერები ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
კონგრესმენი უილსონი იმ ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსთა და კანონმდებელთა ჯგუფშია, ვინც არ აღიარებს საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებს და შესაბამისად, საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტადაც ისევ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.