სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს ხელმძღვანელს ანტონიო კოსტას და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს ხელმძღვანელსა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ტელეფონით ესაუბრა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში, ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელს ანტონიო კოსტას და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს ესაუბრა, რომლებმაც ევროკომისიაში რამდენიმე დღის წინ შარლ მიშელი და ჯოზეფ ბორელი შეცვალეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება