არქივი2 დეკემბერი, 2024, 02:51
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა - ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ - ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება ხალხის ნებას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა გმობს თბილისში, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას.
ამის შესახებ კოსტა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება ხალხის ნებას. ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით”, - წერს კოსტა X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.