– ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბარში ხაზგასმით აღვნიშნე, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა პოლიტიკურია – ახალი !

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა ახალი არჩევნებია.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, პრეზიდენტმა კოშტამ დაუდასტურა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის და მისი ევროპული მომავლის მხარდაჭერას გააგრძელებს.
„დღეს საღამოს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბარი მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან.
ხაზგასმით აღვნიშნე, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა პოლიტიკურია – ახალი !
პრეზიდენტმა კოშტამ დამიდასტურა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის და მისი ევროპული მომავლის მხარდაჭერას გააგრძელებს“, – წერს ზურაბიშვილი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: რა უნდა ამ პავლიკ მოროზოვს პოლონეთში… რა და საკუთარი ბინძური, ამ გზით ნაშოვნი ფულები რომ დააბანდოს ვარშავაში გახსნილ თავის კაფე რესტორანში და თანაც იქ ჩვენს გაწამებულ ემიგრანტებს უთვალთვალოს