ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ესაუბრა

სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ესაუბრა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან.
მათი ცნობით, ანტონიო კოშტამ კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართველ ხალხს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის დაცვისათვის ბრძოლაში.
"მომავალ კვირაში ევროპული საბჭოს სხდომის გამართვამდე, პრეზიდენტ კოშტას სურვილი იყო საქართველოს პრეზიდენტთან საუბარი და საქართველოში შექმნილი უმძიმესი კრიზისის მიმართ ევროპული საბჭოს განსაკუთრებული ყურადღების დადასტურება"- აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.