სალომე ზურაბიშვილი დღეს შეხვედრებს ლატვიაში გამართავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბალტიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, დღეს, შეხვედრას ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩთან გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასევე, შეხვედრები გაიმართება ლატვიის სეიმის სპიკერთან, სეიმის თავმჯდომარის მოადგილესთან და საგარეო კომიტეტის წევრებთან.
სალომე ზურაბიშვილი ლატვიაში ვიზიტს ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულებს, სადაც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრებს.
გარდა ამისა, დაგეგმილია ზურაბიშვილის ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმადგენლებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს

მიხეილ სააკაშვილი: ელიზბარაშვილს აუკრძალეს წერილების წერა… ამ აკრძალვებმა დამიდასტურა ის, რომ ის “იმედის” ნაძირლებთან ქიშპობის გამო არ დაუჭერიათ. მას პროვოკაცია მოუწყვეს და ჩაკეტეს …