სალომე ზურაბიშვილი დღეს, პრაღაში GLOBSEC-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, 13 ივნისს პრაღაში GLOBSEC-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
„წელს GLOBSEC-ი მეოცე საიუბილეო ფორუმს გამართავს, რომელშიც პოლიტიკოსები, საერთაშორისო პოლიტიკისა და სამხედრო ექსპერტები, ბიზნესისა და აკადემიის წარმომადგენლები განიხილავენ მსოფლიო უსაფრთხოების, ენერგეტიკის, კიბერუსაფრთხოებისა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობის საკითხებს.
სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვა, GLOBSEC 2025-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე „საქართველოს დემოკრატიული მომავალი“, რომელიც სრულად ეძღვნება საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს – მზარდ ინსტიტუციურ და დემოკრატიულ უკუსვლას ქვეყანაში და ამის ფონზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. დისკუსია შეეხება იმ გადამწყვეტ როლს, რაც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და დასავლური ღირებულებების მტკიცე კურსს ეკისრება.
GLOBSEC FORUM ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ყოველწლიური უსაფრთხოების ფორუმია, რომელიც 2005 წლიდან ტარდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ