არქივი13 ივნისი, 2025, 14:11
სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს ხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილი პრაღაში, GLOBSEC-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
ის უკვე შეხვდა საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრს, ბენჯამინ ჰადადს.
სალომე ზურაბიშვილი GLOBSEC 2025-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე სიტყვითაც გამოვა, სადაც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.