ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი - დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მალე ერთად წაიწევენ წინ ევროპულ გზაზე

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მალე ერთად წაიწევენ წინ ევროპულ გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოველ კოლეგა, მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტ მაია სანდუს მშვიდობის სამიტის ფარგლებში შეხვდა.
„მივულოცე ქალბატონ პრეზიდენტს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნით ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესი.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მალე ერთად წაიწევენ წინ ევროპულ გზაზე,” - წერს ზურაბიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.