არქივი15 ივნისი, 2024, 19:56
ზურაბიშვილი სანდუს: საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ერთად განაგრძობენ სვლას ევროპულ გზაზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, შვეიცარიაში, მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება მიულოცა.
"დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მალე ერთად განაგრძობენ სვლას ევროპულ გზაზე". - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.