ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"აქ ვართ მოსული, რათა ყველას ვაჩვენოთ, რომ დამოუკიდებლობას ქართველი ხალხი დღეს, ხვალ და მუდამ დაიცავს" - სალომე ზურაბიშვილი

"აქ ვართ მოსული, რათა ყველას ვაჩვენოთ, რომ დამოუკიდებლობას ქართველი ხალხი დღეს, ხვალ და მუდამ დაიცავს" - სალომე ზურაბიშვილი

“ჩვენ აქ ვართ მო­სუ­ლი იმის­თვის, რომ ყვე­ლას ვაჩ­ვე­ნოთ, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ქარ­თველ ხალ­ხს აერ­თი­ა­ნებს და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ქარ­თვე­ლი ხალ­ხი დღეს, ხვალ და მუ­დამ და­ი­ცავს , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ხალ­ხის გან­წყო­ბე­ბი და ერ­თი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"ამ წუთ­ში ე.წ. მმარ­თვე­ლი გუნ­დი არ მა­ინ­ტე­რე­სებს, მე მა­ინ­ტე­რე­სებს ხალ­ხი, ასე­ვე მა­ინ­ტე­რე­სებს დღეს ჩვე­ნი, ყვე­ლას ერ­თი­ა­ნი გან­წყო­ბა. ჩვენ აქ ვართ მო­სუ­ლი იმის­თვის, რომ ყვე­ლას ვაჩ­ვე­ნოთ, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ქარ­თველ ხალ­ხს აერ­თი­ა­ნებს და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ქარ­თვე­ლი ხალ­ხი დღეს, ხვალ და მუ­დამ და­ი­ცავს.

დღეს სა­ღა­მოს 21:00 სა­ათ­ზე ჩემი გან­ცხა­დე­ბა იქ­ნე­ბა. თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ ჩემი მო­საზ­რე­ბე­ბი, რე­აქ­ცი­ე­ბი და მო­წო­დე­ბე­ბი, ყვე­ლას მო­გი­წო­დებთ, რომ მო­უს­მი­ნოთ. ახლა ვსე­ირ­ნობ ხალ­ხში [რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე] იმი­ტომ, რომ ეს გან­წყო­ბე­ბი და ერ­თი­ა­ნო­ბა არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი”, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.