არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე – როცა სხვა პარტიებზე ზემოდან ყურება უნდათ, აღმოჩნდება, რომ ოთხნი არიან და როცა უნდათ ბევრი გამოჩნდნენ, გამრავლებიან და 8 თუ 13 გახდებიან – არ გაიშვას ზურა გირჩი და მისი პარტია ან „ფედერალისტები“

რა აქციებიც არ უნდა გამართონ და ქვეყანაში არეულობის შემოტანა სცადონ, ფინალი აბსოლუტური მარცხია, რადგან მათ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არა აქვთ, – ასე ეხმაურება რვა ოპოზიციური გაერთიანების მიერ 13 სექტემბერს დაგეგმილ აქცია-მსვლელობას „ქართული ოცნების“ დეპუტატი არჩილ გორდულაძე.
გორდულაძემ ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებობს ერთობა ხელისუფლებასა და მოსახლეობის უმრავლესობას შორის და “როცა ეს სინერგია არსებობს, გარედან მართულ აგენტს ქვეყნის ჩამოშლის შესაძლებლობა არა აქვს“.
„პარტიების რაოდენობა თვითონ ოპოზიციაშიც გაურკვეველია. როცა არჩევნებში მონაწილეობა და გაერთიანება ან სხვა პარტიებზე ზემოდან ყურება უნდათ, აღმოჩნდება, რომ თურმე ოთხნი არიან და თავს ბარიერგადალახულს უწოდებენ. როდესაც უნდათ, რომ რაოდენობრივად ბევრი გამოჩნდნენ, გამრავლებიან და 8, 13 თუ 32 გახდებიან. არ გაიშვას ზურა გირჩი და მისი პარტია ან “ფედერალისტები“, რომლებმაც „ევროპულ საქართველოში“ თანამდებობები ვერ გაიყვეს, დაიშალნენ და გუშინწინ ჩამოყალიბდნენ.
ფაქტია, რომ ეს ადამიანები ერთი იდეის გარშემო არიან გაერთიანებული – ეს იდეაა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ბრძოლა, ოღონდ იმდენი შნოც არა აქვთ, რომ თვითონ მოიფიქრონ. ყველაფერს ისე აკეთებენ, რაც გაიდლაინში აქვთ – თუ გაიდლაინისგან განსხვავებულ კითხვას დაუსვამ, ასეთ კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობაც კი არა აქვთ. ასე უბედურ დღეში არიან ჩაცვენილი აგენტები!“ – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გიგაშვილი: ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებს! ძალიან დიდი ბოდიში აქციებს, რომ იქ არ ვდგავართ! იმედი მაქვს, რომ რაღაც დროს მივხვდებით რა კარგია ერთიანობა ყველაფერში და არა მხოლოდ გუშინ!

კობახიძე: 2012 წლამდე ქვეყანაში სულ 3 პარასპორტსმენი იყო, დღეს 300-ზე მეტია – მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს”, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა პარასპორტის განვითარებასა და შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე