პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ რევაზ ნადარაია აირჩიეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ რევაზ ნადარაია აირჩიეს

უწყებაში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ თავმჯდოამრე აირჩეოდა დახურულ სხდომაზე, ფარული კენჭისყრით - შესაბამისად, უცნობია, რამდენმა მოსამართლემ დაუჭირა მას მხარი.
9-წევრიან სასამართლოში სამ მოსამართლეს პრეზიდენტი ნიშნავს, სამს - უზენაესი სასამართლო, სამს კი პარლამენტი. თავმჯდოამრე აირჩევა 5 წლის ვადით, თუმცა მოსამართლეების უფლებამოსილების ვადა 10 წელია.
როგორ მოხვდა რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოში?
ნადარაიამ საკონსტიტუციოს მოსამართლე 8 აპრილიდანაა.
· ის 9 წევრიან პლენუმში უზენაესი სასამართლოს კვოტით მოხვდა, მას შემდეგ, რაც უფლებამოსილების ამოწურვამდე 5 წლით ადრე, 28 მარტს მოსამართლეობაზე უარი თქვა ხვიჩა კიკილაშვილმა;
· ზუსტად ორ დღეში, 30 მარტს მოქმედ თავმჯდომარეს, მერაბ ტურავსა 10-წლიანი ვადა ამოეწურა.
ტურავას შემცვლელის ასარჩევად პარლამენტს სრული შემადგენლობის 3/5, ანუ 90 ხმა სჭირდებოდა, რაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს, კიკილაშვილის შემცვლელი ნადარაია კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა შეარჩიეს.
საკონსტიტუციო სასამართლოში რევაზ ნადარაიას გარდა კიდევ შვიდი მოსამართლეა: მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ირინე იმერლიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.
სასამართლო უმნიშვნელოვანესი რგოლია ხელისუფლების შტორებს შორის ბალანსის შესანარჩუნებლად - მას შეუძლია გააუქმოს ნებისმიერი კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მისი გავლით ხდება პრეზიდენტის, პრემიერის ან სხვა მაღალი თანამდებობის პირების იმპიჩმენტი.
ნადარაიამ სამოსამართლეო კარიერა დაიწყო წინა ხელისუფლების („ნაციონალური მოძრაობის“) დროს. 2009-2010 წლებში იყო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამარლე, თუმცა მივლინებით მუშაობდა ფოთის საქალაქო სასამართლოში. სწორედ ამ სასამართლოში გააგრძელა მან მუშაობა მომდევნო წლების განმავლობაში.
· 2010-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
· 2012-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე;
· 2016 წლის თებერვლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
· 2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე;
· 2017-2018 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე;
· 2018-2021 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
· 2017-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
· 2019 წლის ოქტომბრიდან იყო საპროკურორო საბჭოს წევრი.
· 2021 წლის ივლისიდან 2025 წლის მარტამდე - უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.