არქივი16 აპრილი 2025, 19:10
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ რევაზ ნადარაია დაინიშნა

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ რევაზ ნადარაია დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
"საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აირჩევა 5 წლის ვადით", - წერია განცხადებაში.
რევაზ ნადარაია 2017-2020 წლებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ხოლო 2019 წელს საპროკურორო საბჭოს წევრი იყო.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.