არქივი21 სექტემბერი, 2024, 18:51
საიდან შეიჭრა და როგორ გაიტანა - კაკაბაძის გოლით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
![საიდან შეიჭრა და როგორ გაიტანა - კაკაბაძის გოლით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/09/03fdb716f5d3c47be101e67c76314691-zD8t3Y.jpeg)
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-9 ტურში "კრაკოვიამ" "პუშჩას“ 2:1 ოთარ კაკაბაძის გოლით სძლია და 19 ქულით მეორე ადგილზე დამკვიდრდა.
კრაკოვული გუნდის კაპიტანი საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა.
ოთარმა შეუცვლელად ითამაშა, ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაციის გამო 30 სექტემბერს "სტალთან" მატჩის გამოტოვება მოუწევს. იქამდე, 24 სექტემბერს "კრაკოვია" თასზე გასვლაზე მესამე ლიგის "სანდეციას" შეხვდება.
პუშჩა - კრაკოვია 1:2
გოლები: 1:0 კოსიდისი (6), 1:1 გიცე (15), 1:2 კაკაბაძე (67)
გაძევება: კრეჩუნი (78, პუშჩა)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.