არქივი21 სექტემბერი, 2024, 23:37
მამარდაშვილის მშრალი მატჩი და "ვალენსიას" პირველი გამარჯვება [VIDEO]
![მამარდაშვილის მშრალი მატჩი და "ვალენსიას" პირველი გამარჯვება [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/09/7187a494fe6177d32d7d30270e16a4ea-WtPAE9.jpeg)
ლა ლიგის მეექვსე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „ჟირონა“ 2:0 დაამარცხა.
„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე ტურნირზე პირველი მშრალი მატჩი ჩაატარა, მისმა გუნდმა კი პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 7.3, Whoscored 7.2 , Flashscore 7.1.
„ვალენსია“ ამ მომენტისთვის 4 ქულით მე-18 ადგილზეა და 24 სექტემბერს „ოსასუნას“ მიიღებს.
ვალენსია - ჟირონა 2:0
გოლები: 1:0 ხუანპე (56, საკ. კარში), 2:0 დანი გომესი (58)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.