ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შესული მოსაკრებელი 32%-ით, 109 მლნ ლარამდე გაიზარდა

2023 წლის იანვარ-ნოემბერში ბიუჯეტში შესულმა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა 108,293,074.65 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 82,052,433.64 ლარს შეადგენდა. შესაბამისად ზრდა 32%-ია.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2023 წლის 11 თვეში სხვადასხვა სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შემდეგი თანხები შევიდა:
· კაზინოების (სამორინეების) სათამაშო მაგიდიდან - 2 ლარი,
· სათამაშო აპარატებიდან - 51,861,071.7 ლარი,
· ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებიდან - 1000 ლარი,
· წამახალისებელი გათამაშებიდან - 3,028,124.68 ლარი, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან - 10,955,484.79 ლარი, ლატარიების მოწყობაზე - 602.01 ლარი,
· სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 42,446,789.42 ლარი,
· აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროდან - 60,248.70 ლარი,
· კლუბის მაგიდიდან - 1,604,133.0 ლარი,
· სამორინეს მაგიდიდან - 40,770,116.85 ლარი,
· სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან - 12,290.80 ლარი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.