ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვადაგადაცილებული სესხები 493.5 მლნ ლარამდე გაიზარდა

ნოემბერში ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 7.5 მლნ ლარით გაიზარდა და 493.5 მლნ ლარს გაუტოლდა. ვადაგადაცილებული სესხების 41.2% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„ნოემბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 16.3%-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპმა წინა თვესთან შედარებით 0.2 პპ-ით მოიმატა. ნოემბერში, ლარით დაკრედიტება წლიურად 16.0%-ით, 27.9 მლრდ ლარამდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 8.8 პპ-იანი წვლილი შეიტანა. უცხოური ვალუტის დაკრედიტების ზრდის ტემპი (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) მცირედით შენელდა, წლიურად 16.6%-ით გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 7.5 პპ-იანი წვლილი შეადგინა. უცხოური ვალუტის სესხები მეტწილად ბიზნეს სესხებია, რომლის ზრდის ტემპი, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, 0.1 პპ-ით 9.8%-მდე შემცირდა. იპოთეკური სესხების წვლილმა მთლიანი სესხების ზრდაში 2.1 პპ შეადგინა. სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი კვლავ მაღალ დონეზეა და მთლიან სესხების ზრდაში 4.1 პპ-იანი წვლილი შეიტანა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიმოხილვაში.
ნოემბერში, სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.4 პპ-ით გაიზარდა და 13.7% შეადგინა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.4 პპ-ით 16.1%-მდე გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 1.2 პპ-ით 8.6%-მდე შემცირდა.
„ნოემბერში, იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ- ით 13.1%-მდე გაიზარდა. იპოთეკურ სესხებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი კი 0.3 პპ-ით შემცირდა და 11.5% შეადგინა. ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, იურიდიულ პირებზე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 1.2 პპ-ით 9.1%-მდე შემცირდა. უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთები 0.1 პპ-ით 7.6%-მდე შემცირდა.
ნოემბერში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.2 პპ-ით გაიზარდა და 45.5%-ს გაუტოლდა. იურიდიული პირების სესხების დოლარიზაცია წინა თვესთან შედარებით 0.4 პპ-ით და 64.4%- მდე გაიზარდა, ხოლო ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია უცვლელია და 28.9%-ის დონეზეა“, - ნათქვამია სებ-ის თვის მიმოხილვაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.