საზღვრის უკანონო კვეთაზე მიხეილ სააკაშვილის საქმეს ახალი მოსამართლე განიხილავს

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი აღარ განიხილავს. საქმეში ახალი მოსამართლე – მიხეილ ჯინჯოლია ჩაერთო.
სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე, სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევის შუამდგომლობა დააყენა.
როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ საკუთარ შუამდგომლობაში განმარტა, აღნიშნულს კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს, როცა საქმეში ახალი მოსამართლე ერთვება, მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა უნდა მოხდეს, თუკი, მოსამართლე სათადარიგო არ იყო.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ. როგორც ბექა ბასილაიამ განაცხადა, თუკი, საქმის ხელახალი განხილვა არ დაიწყება და მოსამართლე სხდომის ოქმებით გაეცნობა მტკიცებულებებს, ის ისეთივე ინფორმირებული იქნება, როგორც წინა მოსამართლე და ეს დაცვის უფლებას არ დაარღვევს.
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განხილვა ხელახლა დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას